მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო EURO 2024-თან დაკავშირებით, ფრენების და ჩარტერული რეისების დამატებაზე მუშაობს

თვითმფრინავი

სახელმწიფო, როგორც ქართულ ისევე, უცხოურ ავიაკომპანიებთან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე და ასევე დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როცა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის პირველობაზე ითამაშებს – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მოლაპარაკება როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით გაიზარდოს ფრენების სიხშირე და ასევე დაემატოს ჩარტერული რეისები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი ბიჭები ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე.

აუცილებლად შევეცდებით, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს ფრენებთან დაკავშირებით, სრულად დავაკმაყოფილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოსა და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება ოთხი ავიაკომპანიის მიერ, რვა მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ეროვნული გუნდის თამაშები 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები