მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხანა და ერთი თარო ყველა აფთიაქში - „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივა

ბოჟაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს. მან ინიციატივა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წარადგინა.

დეპუტატმა იდეის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო ქარხანა კერძო სექტორის კონკურენტი არ გახდება. დეპუტატის განმარტებით, ვინაიდან არ იქნება კომერციული ინტერესი, ქარხანა მედიკამენტებს გაცილებით იაფად აწარმოებს და მოსახლეობის ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ამასთან, ვლადიმერ ბოჟაძე ამბობს, რომ აფთიაქებს სახელმწიფოს მიერ წარმოებული მედიკამენტების რეალიზაციის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ.

"რაც შეეხება ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას, ეს იდეა ჩვენ მანამდეც გავაჟღერეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა, დავლოდებოდით ფასების რეგულირების საკითხის მოგვარებას, როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე საპარლამენტო დონეზე. ჩვენი მხრიდან [ფასების კომისიაში] ჩართულია ბატონი ილია ინჯია და აქტიურად ვართ ამ პროცესებში ჩართულები, თუმცა ყველაზე მეტი პრობლემა მაინც, როცა ჩვენ ვხვდებით მოქალაქეებს, ან გამოკითხვაში, ან ნებისმიერ დროს, მაინც წამლების საკითხი დგას. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენტული ფასები თითქმის 7000 მედიკამენტზე გვაქვს, ეს რაოდენობა მუდმივად იზრდება და სახელმწიფო ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ხარჯავს, მაინც აღმოჩნდება, რომ არსებობენ ადამიანები და სამწუხაროდ, ასეთი ძალიან ბევრია, რომელიც მაინც წამლების პრობლემას ახსენებს, როგორც ყველაზე მტკივნეულ პრობლემას. ამიტომ, ჩვენი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ სახელმწიფომ შექმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელშიც მედიკამენტები, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს და იმის გამო, რომ ეს იქნება სახელმწიფო ქარხანა და არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე და მხოლოდ საოპერაციო ხარჯები იქნება გათვალისწინებული ფასში, იქნება გაცილებით ხელმისაწვდომი.

ეს არ გულისხმობს სააფთიაქო ქსელის შექმნას. ჩვენი იდეა გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სააფთიაქო ქსელს გაუჩნდეს ვალდებულება, უბრალოდ ერთი თარო, რა რაოდენობის მედიკამენტებსაც გამოუშვებს სახელმწიფო, გამოყოფილი იყოს, დისტრიბუციის ნაწილში შეიძლება თავად სახელმწიფო ჩაერთოს, ეს ასე ვთქვათ, მოგვარების საკითხია. თუ რამე ქმედითი არ გავაკეთეთ იმისათვის, რომ სამომავლო რისკები თუ შოკებიც ასე ვთქვათ დავაზღვიოთ, ეს რთული იქნება. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ შეიქმნას საწარმო, მივიღოთ მედიკამენტები მინიმალურ ფასად და შევთავაზოთ მოქალაქეებს. ჩვენ იგივე ფასების რეგულირების კომისიასთან ვმუშაობდით და შევხვდით ფარმაცევტულ სექტორსაც, იქაც ითქვა და ეს სწორია და კარგია, რომ მილიონობით ლარს ხარჯავენ ქართული ფარმაცევტული კომპანიები ახალ კვლევებში, ახალი მედიკამენტების მიხედვით, რომელიც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მერე ტარიფში აისახება. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფო ხომ ამ პროცესში არ ჩაერევა, კვლევების დაფინანსებას ხომ არ დაიწყებს?! ამიტომ სახელმწიფოს ფაქტობრივად მინიმალური ხარჯები ექნება იმისათვის, რომ მინიმალური ფასი ჰქონდეს მედიკამენტს და ამ თვალსაზრისით შევეხიდოთ ასე ვთქვათ მოქალაქეების იმ ნაწილს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. კიდევ ვიმეორებ, აქ არ არის საუბარი სააფთიაქო ქსელის გაკეთებაზე, რაღაცა საოპერაციო ხარჯების ზრდაზე, არამედ იმაზე, რომ ყველა აფთიაქში მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, შეიძინოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული, რა თქმა უნდა, ხარისხიანი, მაგრამ იაფი მედიკამენტი.

სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ამაზე ვერ უნდა დახარჯოს. ყოველწლიურად ამას სუბსიდირების ფორმა არ უნდა ჰქონდეს, ერთხელ უნდა შეიქმნას ეს ქარხანა, ჩამოყალიბდეს, გაიმართოს და მერე მივყვეთ და, რა თქმა უნდა, იმ მედიკამენტების ტარიფში საოპერაციო ხარჯები ასახული უნდა იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება მოგებაზე ორიენტირებული და ამის ანგარიშიც შეიძლება ყოველწლიურად ამ ქარხანამ ჩააბაროს ჩვენს საზოგადოებას",- ამბობს ვლადიმერ ბოჟაძე.

მისი კიდევ ერთი ინიციატივა სახელმწიფო ბანკის შექმნას შეეხება, რათა ბიზნესს ჰქონდეს წვდომა ფინანსებზე ისე, რომ ამაში კომერციული ბანკები აღარ იყვნენ ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები