მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო გრანტის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო - მაქსიმალური დაფინანსება ₾100 000

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 100 000 ლარს შეადგენს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანია, სახელმწიფო გრანტის მეშვეობით ხელი შეეწყოს სამოქალაქო სექტორის აქტიურობას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში.

საგრანტო პროექტები უნდა ეხმიანებოდეს ერთ-ერთ ან რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა:

  • დემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებები
  • საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირში ინტეგრაცია
  • ეკონომიკური და რეგიონული განვითარება
  • განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობა
  • შრომა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა
  • სპორტი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა
  • თავდაცვა და უსაფრთხოება
  • იურიდიული განათლება
  • შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა

საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. პროექტის ხანგრძლივობა კი უნდა იყოს არანაკლებ სამი თვე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას მოიცავს. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.

განაცხადების მიღება დაიწყო 2025 წლის 21 ივლისს და გაგრძელდება 11 აგვისტოს ჩათვლით.

კონკურსის პირობების სრულად გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: დეტალურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები