ველური ბუნების სააგენტო ხოხბების საკვებად 29 800 ათასი ლარის 18 000 კილოგრამ საკვებს ყიდულობს.
ეს ამ მიზნით გამოცხადებული მეორე ტენდერია. პირველ შემთხვევაში პრეტენდენტმა შპს აგროკომბი პირობები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო.
მიმდინარე ტენდერის მიხედვით კი, საკვები უნდა იყოს შეფუთული 20-50 კგ ტომრებში ქარხნულად, ტომრებზე უნდა იყოს მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი ფირმა/ბრენდი, საკვების ხარისხობრივი მახასიათებელი. კვების ნორმები, დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 6 თვისა.
საკვების უნდა შეიცავდეს შემდეგ ნივთიერებებს: უჯრედანა, პროტეინი, ლიზინი, ათვისებადი ფოსფორი, მეთიონინი, კალციუმი, ცხიმი, ენერგია, ვიტამინი D3, ვიტამინი A, მიკოტოქსინების ადსორბენტი, ორგანული მჟავები.
გამოცხადებულ ტენდერზე ამ ეტაპზე შპს BUeno-სთან ხელშეკრულება მზადდება. აღნიშნული კომპანია 2012 წელს არის რეგისტრირებული, რომლის წილის 100%-ს ანი ლებანიძე ფლობს და თავად არის კომპანიის დირექტორიც.
შპს BUeno-ს ჯამში 2.4 მლნ ლარის 145 ტენდერი აქვს მოგებული.
არც ერთ გამოცხადებულ ტენდერში, კომპანიებს კონკურენტი არ ჰყოლიათ. ორივე შემთხვევაში მხოლოდ 1 პრეტენდენტი იყო.