მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო მომდევნო ორ წელიწადში მუნიციპალიტეტების გამწვანებისთვის 9,4 ლარის დახარჯვას გეგმავს

მაგნოლია

სახელმწიფო მომდევნო 2 წელიწადში საქართველოს მუნიციპალიტეტების გამწვანებისთვის 9 466 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 22 იანვარს გამოაცხადა.

ტენდერის თანახმად, შესყიდვა შეეხება საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის მერიის გარდა) ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავ ხე-მცენარეებს თანამდევი მომსახურებით (მცენარეების უსაფრთხო ტრანსპორტირება და დარგვა).

ხე-მცენარეების მიწოდება და დარგვა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად 2026-2027 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2026 წლის 01 ივნისიდან შემსყიდველის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

საუბარია 16 სახეობის ხე-მცენარეზე, რომელთაგანაც ყველაზე ძვირად ღირებულია დიდყვავილა მაგნოლია.

წინადადებების მიღება დაიწყება 18 თებერვალს და 23 თებერვალს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები