მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო მუნიციპალიტეტებისთვის 1912 ნაგვის კონტეინერს ყიდულობს|ტენდერი

ნაგვის ურნა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მუნიციპალიტეტებისთვის 1912 ნაგვის კონტეინერს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 103 200 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის განმავლობაში.

რაც შეეხება ნაგავშემკრები კონტეინერების ტექნიკურ მახასიათებლებს, ისინი უნდა იყოს 1100 ლიტრის ტევადობის, ასევე დამზადებული უნდა იყოს მაღალხარისხიანი, ცივი ტექნოლოგიით დაპრესილი მეტალისგან.

საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი კონტეინერი გათვალისწინებულია გარდაბნისთვის და კასპის მუნიციპალიტეტებისთვის (300-300), ასევე ქარელისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებისთვის (200-150 ცალი).

წინადადებების მიღება 21 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები