მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ონკოლოგიურ ქირურგიას კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებსაც დაუფინანსებს - თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

2024 წლის 1 იანვრიდან ონკოქირურგიის სახელმწიფო დაფინანსება ამოქმედდება. ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს , მათ შორის არიან კერძოდ დაზღვეული და პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

„ონკოლოგიის მიმართულებით უკვე რამდენიმე ცვლილება განხორციელდა ბოლო პერიოდში იმისთვის, რომ მედიკამენტებიც და ონკოქირურგიაც მთლიანად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი მიუხედავად იმისა, როგორია მათი შემოსავალი, 40 ათასზე ნაკლები თუ მეტი, ასევე დაზღვევის სტატუსის მიუხედავად. მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე პირები, რომელთაც აქვთ კერძო დაზღვევა, ისარგებლებენ ონკოქირურგიის სერვისით და მედიკამენტების მოწოდებით.

რაც შეეხება საბიუჯეტო დაზღვეულებს, ისინი დღესაც მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო დაზღვევის მოცულობა ამოწურულია, იღებენ სერვისს რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში. სამომავლოდ არის საუბარი, რომ კონსოლიდირებულად მოხდეს ამის განხილვაც, მაგრამ დღევანდელი მთავარი ცვლილება არის ის, რომ ყველა მოქალაქეს, აქვს 40 ათასზე ნაკლები თუ მეტი შემოსავალი, აქვს კერძო დაზღვევა თუ არ აქვს, თუ მისი შემოსავალი არის საშუალო და საშუალოზე დაბალი, მას შეუძლია ონკოლოგიური სერვისი მიიღოს სრულად“-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრია მოადგილე თამარ გაბუნია.

გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების ადრეულ კვლევებსაც დააფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები