მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს კიდევ 700 მედიკამენტზე განსაზღვრავს - რა შეიცვლება ბაზარზე?

ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს კიდევ დაახლოებით 700 მედიკამენტზე დააწესებს. უწყების ინფორმაციით, საუბარია ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე. რეფორმა 2023 წელს დაიწყო და ამ დროისთვის ფასის ზედა ზღვარი უკვე 7500-ზე მეტ მედიკამენტზე მოქმედებს. სამინისტროს ცნობით, შედეგად წამლების ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდა.

დაგეგმილი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს გასული კვირის ბოლოს გააცნო. კომპანიებს საკუთარი მოსაზრებების წარსადგენად დაახლოებით ორ-კვირიანი ვადა ექნებათ.

რას ფიქრობს ფარმაცევტული ბიზნესი რეფორმის მორიგ ეტაპზე?

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები