მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, რომელი მიწები გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად?

ცც

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მთავრობის განკარგულება გამოქვეყნდა.

დოკუმენტი მიმდინარე წლის 12 მარტით თარიღდება და ხელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

განკარგულებაში წერია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფლობით, 1 ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, შემდეგი მიწები გადაეცა:

    • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში მდებარე 849 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
    • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ნატანებში 22-ე ქუჩაზე, 106 ნომერში მდებარე 929 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
    • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში მდებარე 345 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
    • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში, 859 კვ/მ არასასოფლო/სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

უძრავი ქონებების საპრივატიზებო პირობად საპრივატიზაციო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები