მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების კორპორატიზაცია - რამდენად შედეგიანია რეფორმა?

მთავრობამ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საწამოებში კორპორაციული მართვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების და სტანდარტების დანერგვა. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლისთვის აღნიშნული სტანდარტები არანაკლებ 10 სახელმწიფო კორპორაციაში უნდა იყოს დანერგილი. სამოქმედო სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწას, კერძოდ, ფინანსურ ზედამხედველობას უნდა დაექვემდებაროს ყველა ის სახელმწიფო კორპორაცია, რომლის წლიური ბრუნვაც 10 მლნ ლარს აღემატება. მთავრობის გეგმაა ასევე, რომ სახელმწიფო კორპორაციებში მკაფიოდ იყოს გამიჯნული კომერციული და არაკომერციული აქტივობები, ანუ ე.წ კვაზი-ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირება მოხდეს. გეგმა ასევე მოიცავს სახელმწიფო საწარმოების ფლობის რაციონალის განსაზღვრას. როგორც ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-ის განუცხადა, გეგმის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო საწარმოების ფლობის პოლიტიკის ჩამოყალიბება იქნება, რომელიც განსაზღვრავს, რომელი კომპანიების შენარჩუნება უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში და რომელი საწარმოების ეტაპობრივი პრივატიზება შეიძლება დაიგეგმოს. რამდენად შედეგიანია სახელმწიფო კომპანიების რეფორმა და კორპორატიზაციის რა პოტენციალი აქვთ საწარმოებს?

სტუმარი: გია ჯანდიერი - "ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები