2025 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულება წლიურად 21%-ით, წინა წელს არსებული 8,1 მილიარდი ლარიდან 6,38 მილიარდ ლარამდე შემცირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2025 წლის ანგარიშის თანახმად, შემცირებულია გამარტივებული შესყიდვების ჯამური მოცულობაც, ანუ ისეთი ხელშეკრულებების რაოდენობა, რომლებიც უტენდეროდ, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად შედგა, 5.8%-ით არის შემცირებული. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის შედეგად, ბოლო 15 წელიწადში სახელმწიფომ 5 მილიარდ ლარზე მეტი დაზოგა. რა ტენდენციას აჩვენებს რიცხვები, რა სიახლეებია დაგეგმილი შესყიდვების სისტემაში და პასუხობს თუ არა აღნიშნული ცვლილებები არსებულ გამოწვევებს?


































