მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო შესყიდვებში “თეთრი სიის” პრეფერენციების გაუქმება იგეგმება - როგორია ბიზნესის პოზიცია?

ქართული ოცნება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის თეთრი სიით მინიჭებული პრეფერენციების გაუქმებას გეგმავს. ეს სიახლე ბიზნესს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. რევაზ სოხაძის განცხადებით, შესაბამისმა პრეფერენციებმა მავნე პრაქტიკა შეიძინა, სწორედ ამიტომ დადგა მისი გაუქმება დღის წესრიგში. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელი კომპანიების ნაწილში კი აცხადებენ, რომ "თეთრი სიის" ერთიანად გაუქმება სექტორში ლიკვიდურობის მნიშვნელოვან კრიზისს შექმნის. რა პრეფერენციებით სარგებლობენ თეთრ სიაში მოხვედრილი კომპანიები, რა იცვლება და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ბიზნესი ე.წ თეთრი სიის გაუქმებით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები