მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის

კომპენსაცია

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2024 წელს სააგენტომ, ჯამში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 500-ზე მეტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში, სადაც არ არის დაკონკრეტებული, რომელ წლებში დაზარალებულ ოჯახებს შეეხებათ კომპენსაციის ეს ფორმა, რამდენი მლნ ლარია გამოყოფილი და რა მოცულობის თანხას მიიღებენ კომლები. სწორედ აღნიშნული კითხვებით, bm.ge ჯანდაცვის უწყებას მიმართავს და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები