მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

ტაბახმელა

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონზე 11 ოქტომბერს გამოიტანა და მისი შეძენა მსურველებს 25 ოქტომბრამდე შეუძლიათ.

აუქციონი უპირობოა, თუმცა სახელმწიფო ქონების შეძენისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით; ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში; მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლის” ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (ფილიალს) აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები