სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ლილოში, აეროპორტის შეზღუდვის არეალში 7 586 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის.
ელექტრონული აუქციონის მიხედვით, საწყისი ფასი 2 071 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი - 5000 ლარი.
უძრავი ქონება იუმაშევის ქუჩა N13-ის მიმდებარედ მდებარეობს.
“საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარედ განთავსებულია შპს „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი მიწისზედა და მიწისქვეშა საშუალო წნევის გაზსადენები.
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს აეროპორტის შეზღუდვის არეალში.
საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს რკინიგზის სიახლოვეს, შესაბამისად მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი ნებისმიერი სამშენებლო პროექტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“, - წერია აღწერილობაში.
აუქციონი გუშინ, 19 აგვისტოს დაიწყო და 2 სექტემბერს დასრულდება.




























