სახელმწიფო ტენდერებში ე.წ. „შავი სიის“ მექანიზმი მკაცრდება - აღნიშნულს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, თუ ეკონომიკური ოპერატორი ხელშეკრულების მიღების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, მისი „შავ სიაში“ რეგისტრაციის ვადა ერთი წლის ნაცვლად ორ წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები დაკავშირებული არიან „შავ სიაში“ რეგისტრირებულ პირებთან. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ტენდერებში ფასთა ინდექსაციის კომპონენტის გაჩენასაც, რომლის შემოღებასაც თავად ინფრასტრუქტურის მშენებლები დიდი ხანია ითხოვენ. რა იცვლება შესყიდვების სისტემაში და როგორ აფასებენ მას კერძო სექტორის წარმომადგენლები


































