მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მაგისტრატურაც უფასო იქნება

მაგისტრატურა

ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზე სრულად უფასო გახდება. შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე "ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, დეპუტატებს წარუდგინა.

განათლების რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

ზვიად გაბისონიას თქმით, ყველა 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა გადასახადის გარეშე გახდება შესაძლებელი და მოქმედი საგრანტო სისტემა სრულად სახელმწიფო დაფინანსებით შეიცვლება:

„უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლას ვხდით სრულიად უფასოს. ეს ნიშნავს, რომ არსებული საგრანტო მოდელის ნაცვლად, მოხდება ჩანაცვლება სახელმწიფოს მიერ სრული დაფინანსების ნაწილში. სტუდენტები, რომლებიც მოხვდებიან სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტირების პრინციპით, ისწავლიან სრულიად უფასოდ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე“, – განაცხადა გაბისონიამ.

ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელი უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულად დაფარვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ "ოცნების" განათლების რეფორმით, მაგისტრატურა 1-წლიანი, ბაკალავრიატი კი 3-წლიანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები