მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო ვალთან მიმართებით აშშ-ის მთავრობის პოლიტიკა არამდგრადია" – FED-ის ხელმძღვანელი

FED ჯერომ პაუელი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის მოცულობა ამჟამად 34.5 ტრილიონ დოლარს აღწევს და ეს მაჩვენებელი თითქმის ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება. ქვეყნის მთავრობა ყოველ წელს იმაზე უფრო მეტ ვალს იღებს, ვიდრე ბიუჯეტი შემოსავალს აგენერირებს, ეს კი ვალის მოცულობის ზრდას იწვევს.

ექსპერტების შეფასებით, 2035 წლისთვის აშშ-ის სახელმწიფო ვალის მოცულობა ქვეყნის მშპ-ის 130%-ს მიაღწევს, რაც საგანგაშო მაჩვენებელი იქნება.

ცოტა ხნის წინ, ვალის მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი გააკეთა აშშ-ის მთავარი საფინანსო ორგანოს, ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკა არამდგრადია და ვალის უსასრულოდ აღების პროცესი მუდმივად ვერ გაგრძელდება.

„ჩემი შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკა სახელმწიფო ვალთან მიმართებით არამდგრად კურსზე იმყოფება. ფედერალური მთავრობის ფისკალური პოლიტიკა არამდგრადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის მოცულობა გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა, რაც არ შეიძლება. ცხადია, ეს ფაქტი მაწუხებს, რადგან ჩვენი მთავრობა ვალს მომავალი თაობისგან იღებს, ეს პროცესი კი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. დროა, მთავრობა ფისკალური მდგრადობის სტრატეგიას დაუბრუნდეს და ვალის მოცულობა გაკონტროლდეს“, - აცხადებს აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები