მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფომ საპატრიარქოს 1 ლარად კიდევ ერთი ქონება გადასცა

საპატრიარქო

თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე 1 347 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5 ნაგებობა სახელმწიფომ საპატრიარქოს 1 ლარად გადასცა.

"ქართული ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ 7 თებერვალს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ფართი ამ დრომდე ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე იყო.

ამავე დღეს ხელმოწერილ კიდევ ერთ განკარგულებაში წერია, რომ სახელმწიფო სამოციქულო ეკლესიას კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს გადასცემს. ამჯერად 99 წლით. საუბარია სოფელ გლდანში, 1 314 კვ.მ სახნავ მიწაზე და მასზე არსებულ შენობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები