მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ საპატრიარქოს ქუთაისში 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა 99 წლით, უსასყიდლოდ გადასცა

საპატრიარქოს მიწა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ქალაქ ქუთაისში მდებარე სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 99 წლის ვადით გადაეცა. შესაბამისი დოკუმენტი მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის III შესახვევში მდებარე 1500 კვადრატული მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ №1 შენობა-ნაგებობაზე, რომელიც ამჟამად მშენებარე სტატუსისაა.

განკარგულების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, საპატრიარქოსთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. ამავე უწყებას დაევალა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შემდგომი ღონისძიების განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები