მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა

ლიცენზია

სახელმწიფომ კომპანია „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში , სოფელ თოხლიაურში მდინარე მათიაანთხევის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, კომპანია „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 1 წლით გათავისუფლდა. კომპანიას კონკრეტული კოორდინატების ფარგლებში 49 000 მ³ ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება მიეცა.

წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 1 წლის გათავისუფლების სანაცვლოდ კომპანიას მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, შპს სოკარ ჯორჯია გაზის 2022 წლის 9 დეკემბრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის და 2023 წლის 23 მარტის, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 აგვისტოს წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება დაევალა, თუმცა რა პირობები უნდა შეასრულოს კომპანიამ დადგენილებაში აღნიშნული არ არის.

ამასთან, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 1 თვეში „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპმა“ სახელმწიფო ბიუჯეტში 64 304 ლარი უნდა გადაიხედოს, რაც კანონმდებლობით დადგენილი ფორმულითაა დადგენილი.

კომპანიამ წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლის შემდეგ კომპანიას მინერალური რესურსების სააგენტოს მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია "სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპი" 2020 წლის ივლისში დაფუძნდა. მისი 49%-იანი წილის მმართველი პარტნიორი ილია ჭიაურელია, ხოლო 51%-იანი წილის დავით დემინაშვილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები