მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ ცელიაკიის მქონე ბავშვებისთვის 200-ლარიანი საკვები ვაუჩერების პროგრამა დანერგა

celiakia

„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მოქმედებს 200-ლარიანი კვების ვაუჩერული პროგრამა ცელიაკიის მქონე ბავშვებისთვის.“ - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ “საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციას” პრეზიდენტმა, ქეთი ტაბატაძემ განაცხადა.

ვაუჩერის განაღდებით, კონკრეტულ მაღაზიებში ყოველთვიურად 200 ლარის ღირებულების უგლუტენო პროდუქტების მიღებაა შესაძლებელი.

„ეს თანხა საკმარისი ნამდვილად არ არის, თუმცა იმის ფონზე, რომ აქამდე არანაირი შეთავაზება არ გვქონდა სამინისტროს მხრიდან, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს რეკომენდაციებს მიიღებენ და გაითვალისწინებენ.“ - აღნიშნა ქეთი ტაბატაძემ.

საქართველოში არ არსებობს ცელიაკიით დაავადებულთა სტატისტიკა, თუმცა ევროპაში ყოველ 100 ადამიანში 1 ადამიანს ცელიაკიის დიაგნოზი აქვს.

“საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია” ცელიაკიის სკრინინგის საპილოტე პროგრამის დაწყებასაც გეგმავს, რომელიც აჭარის რეგიონიდან დაიწყება. თუმცა ჯერჯერობით პროგრამა დამუშავების ეტაპზეა.

ცელიაკია არის წვრილი ნაწლავის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ცილა გლუტენის მოუნელებლობით. გლუტენი შედის ისეთ მარცვლეულში, როგორიცაა, ხორბალი, ჭვავი, ქერი და სხვა. დაავადების მართვა ამ ეტაპზე მხოლოდ უგლუტენო კვებით არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები