მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში ტურისტი ჩამოვიდეს - თამაზ მჭედლიძე

თამაზ მჭედლიძე

მოთხოვნა პოლიტიკური სიტუაციის გამო მერყეობს - ამის შესახებ “ბიოლის“ დამფუძნებელმა, თამაზ მჭედლიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში სამედიცინო ველნეს კურორტზე უცხოელი ტურისტების მხრიდან მოთხოვნის ტენდენციების შეფასებისას აღნიშნა.

ბიზნესმენის თქმით, ბოლო პერიოდში მოთხოვნა ხან მზარდია, ხან კიდევ - კლებადი და ამის მიზეზი საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა.

“ძალიან მოწყვლადია მოთხოვნა, პრობლემები თუა ქვეყანაში, მოთხოვნაც ეგრევე ეცემა. ველნესის მომხმარებელი ძალიან სტაბილური და შეძლებული ქვეყნების მცხოვრებლები არიან, ანუ ისინი, ვისაც ყველაფერი კარგად აქვს და ფიქრობს, როგორ იცხოვროს ხარისხიანად”, - აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ და დასძინა, რომ გლობალურ ჭრილში ველნესზე მოთხოვნა მზარდია.

მისივე თქმით, “ბიოლის” სტუმრები ძირითადად არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან არიან.

“დატვირთულობა ზაფხულში კარგი გვქონდა. ზამთარში არ ვიცით თუ იქნება, პოლიტიკურ ვითარებაზე ძალიან დამოკიდებული ვართ. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში ტურისტი ჩამოვიდეს და მერე ჩვენ მივხედავთ. სახელმწიფო რეკლამას უნდა უკეთებდეს ქვეყანას, ამას მარტო მე ვერ გავაკეთებ. საქართველოს პიარი არის მათი ამოცანა, ახლა კი პიარი კი არა, საქართველოს ანტიპიარი ხდება და დავიტანჯეთ. ჩვენ ვართ ტურისტებზე დამოკიდებული”, - განაცხადა თამაზ მჭედლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები