მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული ფართების 3% ენერგოეფექტური უნდა იყოს - პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა

ენერგოეფექტურობა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის განმარტებით, კანონპროექტში აისახა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება „ენერგოაუდიტორის“ ტერმინს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის ვალდებულებიდან. კანონის მოქმედი რედაქციით, სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული ფართების 1% უნდა იყოს ენერგოეფექტური, ცვლილების თანახმად კი, ეს ფართობი 3%-ით განისაზღვრება.

წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები