მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახლები 13 ცენტად - ხორვატიის ქალაქი ახალ მოსახლეებს ეძებს

ლეგრადი ხორვატია

მინდვრებით და ტყეებით შემოსაზღვრული სივრცე, 2241 მოსახლით და ვაჭრობის დიდი ისტორიით, - ეს ჩრდილოეთ ხორვატიაში მდებარე ქალაქი - ლეგრადია. 1488 წლის მთავარი სავაჭრო ქალაქი. მეჩვიდმეტე საუკუნეში აქ იკრიბებოდნენ ვენეციელი და იტალიელი ვაჭრები, რადგან სწორედ ლეგრადში მდებარეობდა მსხვილფეხა საქონლის მთავარი სავაჭრო პუნქტები. წარსულში ლეგრადი იყო ქალაქი, რომელიც განსაკუთრებული დემოგრაფიული ზრდით გამოირჩეოდა. მეთვრამეტე საუკუნეში აქ - 6039 მოსახლე ფიქსირდებოდა.

თანამედროვე რეალობა ისტორიის საპირისპიროა. ლეგრადის მოსახლეობა 1918 წლის შემდეგ მცირდება, ეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ განაპირობა. დღეს, ქალაქი ახალ მოსახლეებს ეძებს.

2018 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეების მოზიდვის მიზნით, მათთვის ხელმისაწვდომ ფასად სახლების შეთავაზება დაიწყეს. წამოწყება კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის ქალაქში მდებარე სახლების შეძენა სულ რაღაც 13 ევროცენტად არის შესაძლებელი. იმ ადამიანებს, რომლებიც ლეგრადში ცხოვრებით არიან დაინტერესებულნი - რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება მოუწევთ. სახლის ახალი მფლობელი 45 წლამდე ასაკის უნდა იყოს და აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ქორწინებაში. მსურველი არ უნდა იყოს ნასამართლევი და არ უნდა ფლობდეს რაიმე სახის ქონებას. შანსები იზრდება იმ წყვილებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ლეგრადში სახლს 13 ცენტად ის ადამიანებიც მიიღებენ, რომლებიც სულაც არ არიან ხორვატიის მოქალაქეები.

ხორვატიული მედიის ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან, 2018 წლიდან დღემდე, ლეგრადში უფრო მეტი ბავშვია, ვიდრე 5 წლის წინ. ამას მოწმობს ისიც, რომ ქალაქში ახალი საბავშვო ბაღის აშენების საჭიროებაც გაჩნდა.

როგორც ლეგრადის მერი, ივან საბოლიჩი აცხადებს, საცხოვრებლად გამზადებული ხუთი სახლი სრულად გაიყიდა და ლეგრადმა უკვე სამი ახალი ოჯახი მიიღო. მაგალითად 2021 წელს კი ხორვატიამ 17, ცარიელი და მიტოვებული სახლი 1 ხორვატიულ კუნად გაყიდა. სახლები ავარიულ მდგომარეობაში იყო, მუნიციპალიტეტის მთავრობა კი გამოვიდა ინიციატივით რომ სახლების რემონტს 3 558 დოლარით დააფინანსებდა.

ხორვატია არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ახალი მოსახლეების მოზიდვის მიზნით, უძრავ ქონებას მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად ყიდის. მსგავსი ინიციატივა ჰქონდა სიცილიაში მდებარე ქალაქის - მუსომელის მთავრობასაც. ქალაქში ძველი, მიტოვებული სახლები 1 ევროდ გაიყიდა.

ამართლებს თუ არა ეს მიდგომა? - სხვადასხვა ქალაქის შედეგებზე დაყრდნობით, კონკრეტული დასკვნების გაკეთება შესაძლებელია… ფაქტია ისიც, რომ 2018 წლიდან დღემდე, ახალი მოსახლეების დამსახურებით ლეგრადში საცხოვრებლად აუცილებელი დაწესებულებები გაჩნდა – სკოლა, აფთიაქი, სტომატოლოგიური კაბინეტები და ახალი მაღაზიები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები