უძრავი ქონების სფერო ბოლო წლებში მნიშვნელოვან ზრდას და პროგრესს განიცდის. Მათ შორის აღსანიშნავია მოთხოვნის მატება სარემონტო ჯგუფებზე, დიზაინერებისა თუ არქიტექტორების სერვისებზე და ასევე სამშენებლო მასალების მრავალფეროვნებაზე. თუმცა, ბევრი ადამიანი საკუთარი ძალებით ცდილობს კუთვნილი ბინის თუ სახლის აშენებას და/ან გარემონტებას. ამისათვის ხშირ შემთხვევაში უძრავი ქონების მეპატრონეები მიმართავენ სხვადასხვა უცხოურ ვებ გვერდებს, მაგალითად როგორიც არის პინტერესტი. ამ ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ ქართული ანალოგიც შეემატა, იუთუბის ქართულ სივრცეში გაჩნდა ძალიან საინტერესო ვლოგი, რომელიც აუდიტორიას სახლის მშენებლობასა თუ რემონტზე ძალიან ბევრ პრაქტიკულ რჩევას აძლევს.
სტუმრები:
კახა კირთაძე - “ვანილის სახლის” ვლოგის ავტორი;
დიანა ველენგურსკაია - “ვანილის სახლის” ვლოგის ავტორი;


































