მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საკითხი, რაზეც რომან კაკულიას, შესაძლოა, გიორგი ქობულიასთან "კატეგორიული მოთხოვნა" ჰქონდეს

5bc1e91ad81d0
დათო ჯალაღონია
13.10.18 17:25
1179
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას შეფასებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ვარიანტი ინკლუზიურ პოლიტიკაზე გათვლილი არ არის.

როგორც bm.ge-თან საუბრისას, კაკულიამ განაცხადა, მხოლოდ რეგულაციებით და ტრენინგებით ინკლუზიური პოლიტიკის ფარგლებში დასახული შედეგები არ მიიღწევა.

„ჩემი ძირითადი შენიშვნა ბიუჯეტის მიმართ არის ის, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ინკლუზიურობის განხორციელების ინსტრუმენტებს არსებულ ბიჯეტში. მე მექნება ძალიან სერიოზული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ასახული თანხები იმ საგარანტიო-საკრედიტო ფონდისთვის, რომელზეც ჩვენ წინა წელს ვსაუბრობდით. მაშინ მინისტრის ცვლილება მოხდა. მე ახალ მინისტრთან ვისაუბრე ამის შესახებ, არ მქონია დეტალური შეხვედრა, მაგრამ ეს შესაძლოა, ჩემგან იყოს კატეგორიული მოთხოვნა, რადგან ჩვენ ინკლუზიურობის მიღწევის ინსტრუმენტები რა გვრჩება, თუ ხელმისაწვდომობის თემას ძალიან სერიოზულად არ ავამუშავებათ“, - განაცხადა კაკულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები