მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკითხი რის გამოც ექსპერტები “ჯანმოს” თამბაქოსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებენ

601916ae76383
BM.GE
02.02.21 12:56
616
მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, არაგადამდებ დაავადებათა შორის, “თამბაქოს პანდემია” წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თამბაქოს მოხმარების და მასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. ამ პრობლემასთან ბრძოლაში კი „ჯანმოს“ მთავარი სტრატეგია თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება და მოწევის პრევენციაა.

თუმცა, პრობლემის გადაჭრის პროცესში ორგანიზაცია არ განიხილავს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო ბენეფიტებსა და პოტენციალს. ასეთი მიდგომა კი ჯანდაცვის დამოუკიდებელ ექსპერტთა შორის ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.

დამოუკიდებელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რადიკალური პოლიტიკის გატარებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკრძალვის შედეგად ჯანმომ შესაძლოა ხელიდან გაუშვას საერთაშორისო ჯანდაცვის მიზანი - შეამციროს კიბო შემთხვევების, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებების რაოდენობა.

“ჩვენ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები ამცირებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებისგან მიყენებულ ზიანს. ზრდასრული მწეველები, რომელიც სრულად გადადიან შემცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას განიცდიან. მიუხედავად ამისა, ჯანმო მხარს უჭერს ამ მოწყობილობებზე რადიკალური შეზღუდვების პოლიტიკას”, - განაცხადა დევიდ აბრამსმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მსოფლიო ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების გეგმის (Sustainable Development Goals) თანახმად, 2030 წლისთვის საჭიროა არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის 1/3-ით შემცირება.

“სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, შვედეთშია, სადაც 1 მილიონი თამბაქოს მომხმარებელი ტრადიციული სიგარეტის ნაცვლად SNUS-ის მოწყობილობას მოიხმარს. ნორვეგიაში, SNUS-ის გამოჩენის შედეგად სიგარეტის გაყიდვები განახევრდა, იაპონიაში კი IQOS-ის ბაზარზე ჩაშვების შემდეგ სიგარეტის გაყიდვები 34%-ით შემცირდა”, - ამბობს დევიდ სვეანორი.

სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, ჯანმოს მიდგომა უცვლელია. ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებაზე ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ცდილობენ მოსახლეობის მანიპულირებასა და მათ შეცდომაში შეყვანას.

უდავოა, რომ მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შემცირების საუკეთესო საშუალებას თამბაქოს მოხმარების პრევენცია წარმოადგენს. თუმცა, ზრდასრული მწეველი მოსახლეობა ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას.

დამოუკიდებელ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდა თამბაქოს ზიანის შემცირების საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს. ექსპერტთა დამოკიდებულებას იზიარებს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც, რომელმაც SNUS-ისა და IQOS-ის მოწყობილობებს მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტის სტატუსი მიანიჭა.

სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებიდან სრულად IQOS-ის მოხმარებაზე გადასვლა ამცირებს ორგანიზმზე მავნე ან პოტენციურად მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას, რაც დადებითად მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, - განაცხადა ბენჯამინ აპელბერგმა.

დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდში ერთიანდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები, მათ შორის არის: დევიდ ბრამსი, აშშ-ს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, მსოფლიო ჯანდაცვის სკოლის პროფესორი; რობერტ ბიგლიჰოლი (Robert Beaglehole), ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორი, ახალი ზელანდია; ტიკი პანგეტსუ, სინგაპურის უნივერსიტეტის პროფესორი; ჯონ ბრიტონი, დიდი ბრიტანეთის თამბაქოსა და ალკოჰოლის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; დევიდ სვეარონი, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი და ბრიტანული ორგანიზაციის “Action on Smoking and Health” ყოფილი დირექტორი კლივ ბეიტსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები