მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვებია“ - როგორია TBC ლიზინგის 9 თვის შედეგები?

გაგა გოგუაძე

მიმდინარე წელს სალიზინგო ბაზარზე შთამბეჭდავი ზრდაა. ამის შესახებ "თიბისი ლიზინგის" დირექტორმა გაგა გოგუამ BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მან კომპანიის 9 თვის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბაზარი წელს 630 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა, ამ ზრდაში კი "თიბისი ლიზინგს“ სოლიდური კონტრიბუცია აქვს. გაგა გოგუა ამბობს, რომ ასეთი პოზიტიური მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდშიც არ დაფიქსირებულა.

რადგან ჩვენი კომპანია პირველია სალიზინგო ბაზარზე, საუბარს თავად ბაზრიდან დავიწყებ. ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ამ სექტორის ზრდა და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვებია. 9 თვის განმავლობაში სალიზინგო ბაზარი გაზრდილია 24%-ით, ეს დაახლოებით 630 მილიონ ლარზე მეტია და "თიბისი ლიზინგის" კონტრიბუცია ამ ყველაფერში არის საკმაოდ დიდი, ნახევარ მილიარდზე მეტი, რაც ჩვენი კომპანიის შემთხვევაში 26%-იანი ზრდაა. ასეთი შთამბეჭდავი რიცხვები ბოლო პერიოდში არ ყოფილა. ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად სალიზინგო ბაზარი უკვე აქტიურია. 9 თვის მონაცემებით ასეთი წლიური ზრდა პანდემიამდეც კი არ ყოფილა“,- განაცხადა "თიბისი ლიზინგის" დირექტორმა.

ამასთან, მან დაფინანსების მიმართულებით აქტიურ ინდუსტრიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტომობილების მიმართულებით ზრდა საკმაოდ დიდია.

„წელს, 9 თვეში, ჩვენ სადღაც 300 მლნ ლარამდე უკვე ჩავდეთ საქართველოს ეკონომიკაში. ძირითადი სექტორებია სამშენებლო, გზის მშენებლობის, ასევე ძალიან კარგი პროდუქტი წამოვიწყეთ, ეს არის კომერციული ფართის ნარჩენი ღირებულების პროდუქტი ასე ვთქვათ და მაგ კუთხით, წარმოება რა თქმა უნდა, სამედიცინო მიმართულება და ავტომობილები, რომელიც ჩვენი განუყოფელი ნაწილია, აქ ლიდერები ვართ და საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით“,- თქვა გაგა გოგუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები