მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკმაოდ წარმატებული წელი იყო - "თიბისი კაპიტალი"

tIBISI

საკმაოდ წარმატებული წელი იყო თიბისი კაპიტალისთვისაც და ზოგადად, აციებისთვის, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ვიცე-პრეზიდენტმა, თორნიკე მჭედლიშვილმა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას განაცხადა.

“საკმაოდ წარმატებული წელი იყო თიბისი კაპიტალისთვისაც და ზოგადად, აციებისთვის. საკმაოდ წარმატებული სტარტი ჰქონდა „თიბისი კაპიტალის“ საინვესტიციო პლატფორმას. როგორც მომხმარებლების რაოდენობის, ასევე საინვესტიციო კუთხით. დღეისთვის დაახლოებით 15 ათასამდე მომხმარებელი გვყავს, რომელიც აქტიურად არის ჩართული აქციების შეძენასა და ფულის დაბანდებაში. მათი ძირითადი ასაკი არის 18-45 წლის ასაკის ადამიანები. თიბისის ციფრულ ბანკში, ძალიან მარტივად ხსნიან ანგარიშს, რითაც წვდომა ეძლევათ დაახლოებით 6500-მდე აქციასა და ფონდზე. დღესდღეობით ძალიან წარმატებულია ეს ყველაფერი“, - განაცხადა თორნიკე მჭედლიშვილმა და დასძინა, რომ რეგისტრაცია ინტუიტიურია და ძალიან მარტივია: მხოლოდ ოთხი ნაბიჯი.

რაც შეეხება თიბისი კაპიტალის განვითარებას, თორნიკე მჭედლიშვილის თქმით, დაახლოებით 4 თვის თავზე დაემატა ინფორმაცია ფონდების შესახებ.

„6 საინვესტიციო ფონდი გამოვიტანეთ, რომლებიც თიბისი კაპიტალის აზრით, შეიძლებოდა მოგებიანი ყოფილიყო ჩვენი ინვესტორებისთვის და სულ რაღაც ორი კვირის წინ გავუშვით პლატფორმაში პლატფორმა, რაც არის ავტოპილოტი. ეს ჩვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველ ხელფასზე გადადონ თანხა და ინვესტირება განახორციელონ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და შემიძლია ვთქვა, რომ შემდეგი წელი განვითარების კუთხით ძალიან დატვირთული იქნება. იანვარში ვაპირებთ დიდ განახლებას ამ პლატფორმაზე, რომელსაც დაემატება დეტალური „სტოქფეიჯი“, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ ანალიტიკა გააკეთოს სტოკის და ასევე დაემატება თიბისის საინვესტიციო ბანკების რეკომენდაციები. ეს ასევე გაუმარტივებს ჩვენს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა თორნიკე მჭედლიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, ოთხი თვის თავზე რა გამოიკვეთა, რომელ პროდუქტს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას, მჭედლიშვილი პასუხობს, რომ ე.წ. შვიდეული არის პოპულარული: Apple, Amazon, Google, Tesla, Microsoft და ა.შ. პოპულარულია ასევე ელექტრომანქანები, მათ შორის ჩინური ავტომწარმოებლები.

თორნიკე მჭედლიშვილმა ისაუბრა ასევე სახალწლო შეთავაზებაზე. „ჩვენს მომხმარებელს, რომლების უკვე დარეგისტრირებული არიან პლატფორმაზე, თუ $100-ს დააბანდებენ და ანგარიშზე გადმოიტანენ, $10-ის ღირებულების Apple-ს აქცია საჩუქრად გადაეცემათ“, - განაცხადა თორნიკე მჭედლიშვილმა.

რაც შეეხება 2024 წლის გეგმებს და სამიზნე მაჩვენებლებს, მისი თქმით, პლატფორმაზე სულ მცირე სამჯერ მეტი მომხმარებელი უნდა იყოს.

„აქ ჩვენი ჩართულობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ცნობიერების ამაღლების კუთხით. ვაპირებთ ძალიან დიდ სოციალურ კამპანიებს. „აგრესიულები“ ვიქნებით საგანმანათლებლო კუთხით, თუ რატომ არის დაზოგვა კარგი და რატომ უნდა დაიწყოს ინვესტირება ყველამ. სწორედ ეს იყო პლატფორმის შექმნის მიზანი“, - განაცხადა თორნიკე მჭედლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები