“ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, პარლამენტში ჩატარებულმა კომიტეტის სხდომამ თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არათუ ნათელი მოფინა სიტუაციას, არამედ დამატებითი შეკითხვები გააჩინა. აღნიშნული განცხადება ჭუმბურიძემ საბჭოს წევრი კომპანიების წლიურ შეხვედრზე გააკეთა.
“ როგორ შეიძლება, რომ ამ პროცესებზე რაიმე კარგი ვთქვათ. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ზოგადად ჩვენ ქართველები განწყობის ადამიანები ვართ და ამჟამად ბიზნესსა და საზოგადოებას ცუდი განწყობა აქვს.
პარლამენტში ჩატარებულმა სხდომამ, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდნენ, დამატებით ბევრი კითხვა გააჩინა, მაშინ როდესაც ისედაც პასუხგაუცემელი დარჩა ბევრი შეკითხვა” - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
EUGBC-ის გენერალური მდივანი ანაკლიის პორტის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანები ახლა უფრო მეტად დაფიქრდნენ გადაწყვეტილებების მიღებამდე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ პასუხი არსებულ შეკითხვებზეც კი არ აქვთ და საკითხი დღითიდღე უფრო ბუნდოვანი ხდება.
შეგახსენებთ, დარგობირივი ეკონომიკის კომიტეტში თიბისის სქმესთან დაკავშირებით მოსმენა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, სადაც გამოცხადდნენ თიბისის ბანკის თანადამფუძენბლები და სებ-ის პრეზიდენტი, თუმცა კომიტეტის სხდომა ჩაიშალა. მიზეზი კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება გახდა, რომ მოსმენა დახურულ რეჟიმში წარმართულიყო. რადგან ის ეყრდნობოდა სებ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქმის ღიად განხილვა დააზიანებდა როგორც თიბისი ბანკს, ისე მთლიანადა ქართულ საფინანსო სისტემას.

























