მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საკომუნიკაციო ბაზარს პოზიტიური ტრენდი აქვს"

5b33932a3ad77
თამუნა დემეტრაშვილი
27.06.18 17:35
1581
კომპანია "ვიონი საქართველოს" (Beeline) კომერციული დირექტორის ლაშა ტაბიძის შეფასებით, ქვეყნის საკომუნიკაციო ბაზარი პოზიტიური ტრენდით ვითარდება.
როგორც ტაბიძემ გადაცემაში "საქმის კურსი“ განაცხადა 2014-2015 წლებში არსებული სტაგნაციის პერიოდი დაძლეულია, რაც ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ და გავრცელებამ განაპირობა.

"2014-15 წლებში შემცირდა ხმოვანი და SMS შეტყობინებების გამოყენება, რაც დაკავშირებული იყო სხვადასხვა ,,მესინჯერებისა“ და სოციალური ქსელების გამოყენებასთან, თუმცა ამავდროულად აბონენტების ხელში არ იყო სმარტფონების ის რაოდენობა, რომ მობილური ინტერნეტის მოხმარებას დაეკომპენსირებინა ის, თუმცა 2016 წლის მეორე ნახევრიდან, რადიკალურად ზრდაა როგორც სმარტფონების რაოდენობის, ისე ინტერნეტმოხმოხმარების კუთხით, შესაბამისად ბაზარი განიცდის პოზიტიურ ტრენდებს, როგორც აბონენტების, ისე შემოსავლების კუთხით", - განაცხადა ტაბიძემ.

მისი თქმით, დღეს მომხმარებელს არა მხოლოდ სწრაფი ინტერნეტი, არამედ ინტერნეტსერვისების, აპლიკაციებისა და ციფრული პროდუქტების მრავალფეროვნება ესაჭიროება, რაც მისი თქმით, Beeline-ის პრიორიტეტია.

"მთელი ფოკუსი გადატანილი გვაქვს კომპანიის "გაციფრულებაზე" და ეს ყველაფერი ხდება იმისთვის რომ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და პროდუქტების მრავალფეროვნება ჰქონდეთ ონლაინ სივრცეში. ეს დაკავშირებულია დიდ ინვესტიციებთან, თუმცა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს", - აღნიშნა ტაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები