მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული სიტუაცია სახელმწიფოს ჩარევას მოითხოვს"

5bc44996c547a
თამუნა დემეტრაშვილი
15.10.18 12:01
864
კომპანია "ნიუ ტელკო ჯირჯიას" ხელმძღვანელი გიორგი გოთოშია მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე შექმნილი სიტუაცია, სახელმწიფოს ჩარევას საჭიროებს.

"არანაირი კონკურენცია აღარ არის, ბაზარი ფაქტიურად ორ კომპანიას "სილქნეტსა" და "მაგთის" გადაუნაწილეს. ძირეულად უნდა შეიცვალოს სიტუაცია. უნდა ჩაერთოს რეგულაციები და ჩაერთოს სახელმწიფო, გარკვეული ზომებით. თუ ასე გაგრძელდა არაფერიც აღარ იქნება", - განაცხად გოთოშიამ bm.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, საერთაშორისო კონფერენციებზე, სადაც ახალ პროექტებზე მსჯელობები მიდის, საქართველო აღარსად ფიგურირებს.

"ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში მცირდება და მსხვილდება სატელეკომუნიკაციო კომპანიების რაოდენობა. ეს არის ცუდი პროცესი. ეს იწვევს იმას, რომ ბაზარზე ფაქტიურად დუოპოლია ჩამოყალიბდა. ბოლო 2 წელში 15-16-მა ინტერნეტპროვაიდერმა და საერთაშორისო ოპერატორმა გააჩერა მუშაობა. არ არის ბაზარზე ისეთი მდგომარეობა, რომ აქ შემოსვლით ვინმე დაინტერესდეს, მითხარით რატომ უნდა შემოვიდეს აქ უცხოური კომპანია?", - აღნიშნა გოთოშიამ.

მისი თქმით, აუცილებელია მთავრობის, მარეგულირებელი კომისიისა და იმ საერთაშორისო კომპანიების შეხვედრა, რომელთაც რაიმე გეგები აქვთ რეგიონთან დაკავშირებით.

"მომავალი წლის თებერვალში ვფიქრობთ ამ ფორმატით, მრგვალი მაგიდა ჩავატაროთ. მთავრობამ უნდა მოუსმინოს კომპანიებს და გაიაზროს ის პრობლემები, რაც სექტორშია. სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო საკომუნიკაიცო ჰაბი უნდა გახდეს. დღევანდელ პირობებში ეს წარმოუდგენელია", - აღნიშნა გოთოშიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები