მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკომუნიკაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ და საქართველოს გაეროს ასოციაციამ დაიწყო საკომუნიკაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ USAID „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ პროგრამის ფარგლებში. საკომუნიკაციო კამპანიის დაწყების შესახებ ღონისძიება ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა, ზაზა ფაჩულიამ, და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. საკომუნიკაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მიზნად ისახავს ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჯანმრთელობის, ფიტნესის, სპორტისა და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ინიციატივა გააერთიანებს კერძო და საერთაშორისო სექტორს, სპორტსმენებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს სხვა და სხვა სფეროდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები