საკონდიტრო „საბლე“, რომელიც ქართულ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს, გაფართოებას გეგმავს. მისი თანადამფუძნებლის ირაკლი კახიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისში, კონკრეტულად კი საბურთალოს რაიონში საკონდიტრო საწარმო ამოქმედდება.
მისივე თქმით წარმოების შექმნა ბრენდს საშუალებას მისცემს ფილიალების რაოდენობა გაზარდოს, ამ ეტაპზე „საბლე“ ერთი ფილიალით ოპერირებს, რომელსაც ირაკლი კახიძის თქმით, 2024 წლის ბოლომდე კიდევ 2 ფილიალი დაემატება.
„წარმოებაში ნამცხვრები, კროასანები, პურ-ფუნთუშეული და სხვა პროდუქტები იქნება. წელს კონცენტრირებული ვიქნებით დედაქალაქზე, ამ ეტაპზე რეგიონებში გაფართოებას არ განვიხილავთ“ - განაცხადა ირაკლი კახიძემ, BMGTV -ის გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას.
ირაკლი კახიძის ინფორმაციით საწარმოს ინვესტიციის მოცულობა ნახევარი მილიონი დოლარია.