მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონდიტრო-სახაბაზო QooQy Bakery, ფრენჩაიზის გაყიდვის გზით, 2023 წელს ორ ახალ ფილიალს დაამატებს

63aeee9bd0726
BM.GE
30.12.22 21:07
818
საკონდიტრო-სახაბაზო QooQy Bakery ფრენჩაიზის გაყიდვის გზით 2023 წელს 2 ახალ ფილიალს დაამატებს. ამის შესახებ QooQy Bakery-ის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ BM.GE-თან საუბრისას განაცხადა. 

მისივე ცნობით, კომპანია ორი ტიპის ფრენჩაიზს ყიდის - ერთი არის საწარმო, რომელშიც პარტნიორი 300 000 ლარს იხდის, ხოლო მეორე ექსპრესი, რომლის ღირებულება 150 000 ლარია. ამ შემთხვევაში ბათუმში საწარმო, ხოლო ვაკეში ექსპრეს ფილიალების გახსნა იგეგმება.

„მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესი წამოვიდა ფრენჩაიზის გაყიდვის საკითხზე, დაახლოებით 100 განაცხადი მივიღეთ პარტნიორობის მსურველებისგან, ამ ეტაპზე 2 მათგანი შევარჩიეთ და ერთი ფრანჩიზა ბათუმში მარტში გაიხსნება, ხოლო მეორესთან ჯერ კიდევ დეტალების დაზუსტების პროცესში ვართ. ამ შემთხვევაში ჩვენ კვლავ ბიზნეს პროცესების მმართველებად ვრჩებით, თუმცა პარტნიორი ფლობს წილს და ახალი ფილიალის საშუალებით მოგებას იღებს - 60% იქნება პარტნიორის, ხოლო 40%-ის მფლობელები ჩვენ ვიქნებით“, - განაცხადა ილია გეფერიძემ.

გეფერიძე გვიყვება, რომ QooQy Bakery ამაზე გაჩერებას არ აპირებს და 2023 წლის მთავარი გეგმაა, რომ კომპანიას საერთო ჯამში 10 ფილიალი ჰქონდეს, რისთვისაც პარტნიორობის მსურველებისგან მიღებული განაცხადების გადახედვა კვლავ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საკონდიტრო-სახაბაზომ პარტნიორებისგან განაცხადების მიღება 2022 წლის ივლისის დასაწყისში დაიწყო. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ QooQy Bakery ბაზარზე 1.5 წლის წინ გამოჩნდა, ამ ეტაპზე თბილისში 4 ფილიალს ფლობს და 50 ადამიანს ასაქმებს. მისი პროდუქციის საფასური კი 0.80 თეთრიდან იწყება და 39 ლარამდე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები