მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონდიტრო: თუ ამ დრომდე 50 კგ-იანი ტომარა შაქარი 90 ლარი ღირდა, ახლა 185 ლარი გახდა

623213c608518
ლიკა გურაბანიძე
17.03.22 23:45
1088
“ბოლო სამ კვირაში რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე იმპორტირებული ნედლეული: კარაქი, კვერცხი, შაქარი და ფქვილი 60-70%-ით გაძვირდა.” - ამის შესახებ bm.ge-ს საკონდიტრო ნაწარმის კომპანია “მეგა ბოსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანანო თოფურიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაძვირებული იმპორტირებული ნედლეული მათი კომპანიის ფასებზეც აისახა და პროდუქციის გაძვირება მოუხდათ. “ასეთ მდგომარეობაში პროდუქციაზე არსებული ფასების შენარჩუნება შეუძლებელია. შედეგად, “მეგა ბოსის” შემთხვევაში საკონდიტრო ნაწარმზე ფასის ზრდა 10-12%-ით მოხდა.

კომპანიამ ფინანსური კრიზისი ნაწილობრივ თავის თავზე აიღო და პროდუქცია მეტით არ გაუძვირებია. მიგვაჩნია, რომ საბოლოოდ მომხმარებელი კმაყოფილი უნდა იყოს. თუ ამ დრომდე მაგალითად 50 კგ-იანი ტომარა შაქრის შეძენა 87-90 ლარად გვიწევდა, ახლა 180-185 ლარად ვყიდულობთ. თუ კონკრეტული პროდუქტი, მაგალითად, ტორტი სამი კვირის წინ 18-დან 20-ლარამდე ღირდა, ახლა 22 ლარიდან 25 ლარამდე გაძვირდა.” - განაცხადა თოფურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები