სს „კაპიტალ ბანკმა“, შპს „ESOL B.V-მა.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 1 წლის წინ შეიტანეს, თუმცა როგორც სასამართლოს მიმდინარე წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განხილვაში არ მიიღო.
სს კაპიტალ ბანკს საქმიანობის ლიცენზია 2016 წელს, სებ-ის გადაწყვეტილებით შეუწყდა. მოსარჩელე ამ გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვდა.
ბანკისთვის ლიცენზიის გაუქმების მიზეზად, სებ-ი შემდეგს ასახელებდა: სს "კაპიტალ ბანკის" შემოწმების პროცესში გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების დარღვევის ფაქტები.
საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია.