მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე გოგა კიკილაშვილი დანიშნა.
კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი კვერენჩხილაძეს ჩაანაცვლებს, რომელსაც მოსამართლეობის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ეწურება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება, რომლებიც თანამდებობაზე 10 წლის ვადით განწესდებიან.
ორგანოს დაკომპლექტება სამი შტოდან თანაბრად ხდება:
- 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
- 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი;
- 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.























