მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვები ძვირდება - გავლენა „შუა დერეფანზე“

საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარზე ფასების ზრდას ელიან, წითელ ზღვაში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები არ შეინიშნება, კონტეინერებზე მზარდი დეფიციტია, ხოლო ბაზარზე გაურკვევლობაა. გლობალური საკონტეინერო ინდექსი, რომელიც 25 იანვრიდან კლებას აჩვენებდა, ისევ გაიზარდა. 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი, 2 მაისის მდგომარეობით 2725 დოლარია. ცარიელი კონტეინერების რაოდენობის შემცირებასა და საზღვარზე დიდი საცობის გამო, ჩინეთმა მკვეთრად, 500-800 დოლარით გაზარდა საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით. გაიზარდა ჩინეთიდან საზღვაო ფრახტიც, თუ აქამდე ის 800-1000 დოლარი ღირდა, ახლა ფასი 1300 -1500 დოლამდეა გაზრდილი, რაც გამგზავნ პორტზეა დამოკიდებული.

საზღვაო ხაზები ელიან რომ წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენების გამო საერთაშორისო ვაჭრობაში შეფერხებები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდეს, რადგანაც წითელ ზღვაში დაძაბულობის ისევ ნარჩუნდება, ხოლო კეთილი იმედის კონცხის გვერდის ავლით მარშრუტი უფრო მეტ დროს მოითხოვს და რაც კომპანიებს უფრო ძვირი უჯდებათ. რა ტენდენციებია სატრანსპორტო ბაზარზე და როგორ აისახება ტარიფების ზრდა შუა დერეფანზე და რა ვითარებაა ამჟამად შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში?

სტუმარი: გივი ჩაჩანიძე - COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები