მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვები გაძვირდა - ინდექსი ახალ რეკორდებს აღწევს

კონტენერები

საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი ახალ რეკორდებს აღწევს.

Drewry’s გლობალური საკონტეინერო ინდექსი 40-ფუტიანი კონტეინერისთვის 5,117 დოლარამდე გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელია. 20 ივნისის კვირაში გადაზიდვის ტარიგი 7%-ით, წლიურად კი, 233%-ით იყო გაზრდილი.

ფასებზე ზეწოლას ისევ წითელი ზღვის კრიზისი და ამ ფონზე მიწოდების დარღვეული ჯაჭვები ქმნის. გემების მოძრაობის დროის გახანგრძლივება გადამზიდი საშუალებების დეფიციტსა და პორტებში შეფერხებაში აისახა. აზიური ნავსადგურების გადატვირთულობის ფონზე Drewry’s ელის, რომ ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის ტარიფები ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

ფასების ზრდაა კონკრეტულ მიმართულებებზე. შანხაი - როტერდამის ხაზზე გადაზიდვის ტარიფი 40-ფუტიანი კონტეინერისთვის 6 177 დოლარია, წლიურად ზრდა 422%-ს შეადგენს.

როტერდამი - შანხაის მარშრუტზე ტარიფი 672 დოლარს შეადგენს (+18% Y.Y); შანხაი - გენუის ხაზზე ტარიფი 7 029 დოლარს შეადგენს (+292% Y.Y); შანხაი - ნიუ-იორკი - 7 552 დოლარი (+197% Y.Y).

ფასები შემცირდა ნიუ-იორკი - როტერდამის ხაზზე. კერძოდ, 40 -ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა ნიუ-იორკიდან როტერდამამდე 633 დოლარი ღირს, კლება წლიურად 20%-ია. როტერდამი - ნიუ-იორკის ხაზზე ტარიფი 2093 დოლარია. კლება წლიურ ჭრილში 35% -ია.

აღსანიშნავია, რომ წითელი ზღვის კრიზისის ფონზე იანვარში საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფი 3964 დოლარამდე იყო გაზრდილი. 25 იანვრის პიკის შემდეგ გადაზიდვის ფასი 40-ფუტიან კონტეინერზე აპრილში 2706 დოლარამდე ჩამოვიდა, რის შემდეგაც ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები