მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება - აისახება თუ არა გასაყიდ პროდუქციაზე?

BM.GE
19.09.22 11:55
406
მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის გადაზიდვის ხარჯები რეკორდულად მცირდება. პანდემიის შედეგად 2021 წლის სექტემბერში კონტეინერით სარგებლობის საფასურმა 11,000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა, მიმდინარე წელს კი ფასები მკვეთრად დაეცა და ბოლო მონაცემებით, გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 5%-ით შემცირდა, კონტეინერის გამოყენების საფასურმა კი 4,862 დოლარი შეადგინა. 

საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები, ერთი მხრივ, სავაჭრო ბუმი და მეორე მხრივ, პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები უფრო რთული და ძვირი გახადა. 

რა ასახვას ჰპოვებს ტვირთების გადაზიდვების ხარჯის კლება გასაყიდი პროდუქციის? 

სტუმარი: ედიშერ ხიმშიაშვილი - "ნოვას" გენერალური დირექტორი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები