მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვები კიდევ გაიაფდა - ფასის წლიური კლება 56%-ია

საკონტეინერო გემი

საკონტეინერო გადაზიდვები გაიაფდა. 11-კვირიანი კლების შემდეგ, Drewry-ის მსოფლიო კონტეინერების ინდექსი (WCI) ამ კვირაში დასტაბილურდა და მხოლოდ 1%-ით შემცირდა.

წლიურად, მსოფლიო საკონტეინერო ინდექსი 56%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 2,104 დოლარია. შარშან ამ დროს კონტეინერების გადაზიდვის ფასი 4 775 დოლარს აღემატებოდა.

Drewry-ს ანგარიში აჩვენებს, რომ ტრანს-წყნარი ოკეანის ტარიფების ზრდა, აზია-ევროპის ტარიფების მნიშვნელოვანმა ვარდნამ დააკომპენსირა. მაგალითად, შანხაი-როტერდამის ხაზზე კონტეინერების გადაზიდვის ფასი ბოლო 1 კვირაში 10%-ით, წლიურად კი, 62%-ით არის შემცირებული და 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 2385 დოლარია, მაშინ როდესაც შანხაი-ლოს-ანჯელესის ხაზზე გადაზიდვა ბოლო 1 კვირაში 8%-ით გაიზარდა და 2522 დოლარს მიაღწია. ზრდის მიუხედავად, წლიურად ამ ხაზზე მაინც 58%-იანი კლებაა. 12%-ით არის გაძვირებული გადაზიდვა შანხაი-ნიუ იორკის ხაზზე. აქ წლიურ ჭრილში ფასის 56%-ით შემცირება ნარჩუნდება.

Drewry-ს ექსპერტები ელიან, რომ ტარიფები სტაბილური დარჩება მომდევნო კვირებში. მათ შორის, მოსალოდნელია, რომ აზია-ევროპის მარშრუტზე ტარიფების კლებაც გაგრძელდეს.

Drewry-ს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიწოდება-მოთხოვნის ბალანსი კვლავ შესუსტდება 2025 წლის მეორე ნახევარში, რაც ტარიფების შემცირებას გამოიწვევს. ტარიფების ცვლილება და დრო დამოკიდებული იქნება ტრამპის მომავალ ტარიფებსა და ჩინურ გემებისთვის აშშ-ის მიერ ტევადობასთან დაკავშირებული ჯარიმების შემოღებაზე, რომელიც ჯერჯერობით ბუნდოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები