საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფი რეკორდულ მაჩვენებელზეა. გლობალური საკონტეინერო ინდექსი 40- ფუტიანი კონტეინერისთვის 5,117 დოლარამდე გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულზეა. ბოლო 1 კვირაში გადაზიდვის ტარიგი 7%-ით, წლიურად კი, 233% -ით არის გაზრდილი. ფასებზე ზეწოლას ისევ წითელი ზღვის კრიზისი და ამ ფონზე მიწოდების დარღვეული ჯაჭვები ქმნის. გემების მოძრაობის დროის გახანგრძლივება გადამზიდი საშუალებების დეფიციტსა და პორტებში შეფერხებებში აისახა. აზიური ნავსადგურების გადატვირთულობის ფონზე , მოლოდინია, რომ ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის ტარიფები ზრდის ტრენდს შეინარჩუნებს. წითელი ზღვის კრიზისის ფონზე იანვარში საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფი 3964 დოლარამდე იყო გაზრდილი, 25 იანვრის კვირის პიკის შემდეგ ფასი 40 ფუტიან კონტეინერზე აპრილში 2706 დოლამდე ჩამოვიდა, რის შემდეგაც ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. როგორია საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფების ასახვა ქართულ რეალობაზე.