გასულ კვირას საკონტეინერო გადაზიდვის ფასები შემცირდა, - ამის შესახებ სატრანსპორტო ანალიტიკური კომპანია Drewry-ის ინდექსიდან ხდება ცნობილი. ინდექსი 2%-ით შემცირდა და კონტეინერისთვის $1469 - 40 ფუტი გახდა (12.19x2.44x2.59მეტრი).
2022 წლის ნოემბრიდან მოყოლებული გადაზიდვის ფასები სტაბილურად იკლებს და 1 წლის განმავლობაში უკვე 43%-ით დაეცა. დღევანდელი მონაცემი მხოლოდ 3%-ით აღემატება 2019 წლის, პანდემიამდელ მაჩვენებელს ($1420).
2023 წელს საშუალო მაჩვენებელია $1695, რაც $980-ით ნაკლებია უკანასკნელი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელთან ($2675) შედარებით.
სატვირთო ტარიფები განსხვავებულად იცვლება სავაჭრო მარშრუტების მიხედვით. ტვირთი 40-ფუტიანი კონტეინერებით ყველაზე ხშირად ევროპასა და ამერიკას შანხაიდან მიეწოდება. შანხაი-როტერდამი მარშრუტის ფასი 4%-ით დაეცა და $1227-ს შეადგენს.
მსგავსად იცვლება ტარიფი შანხაიდან ლოს-ანჯელესში მიწოდებაზე, 3%-ით შემცირდა ($79) და გახდა $2208. ანალოგიურად შანხაიდან ნიუ-იორკში გადაზიდვის ტარიფი 2%-ით ან $40-ით გაიაფდა და $2621 შეადგინა.
საპირისპიროდ, ნიუ-იორკიდან როტერდამის მიმართულებით ტარიფები 2%-ით გაიზარდა (12$) , რამაც $614-მდე გაზარდა ფასი. ანალოგიურად, განაკვეთები როტერდამიდან შანხაიში და როტერდამიდან ნიუ-იორკში გაიზარდა 1%-ით, შესაბამისად 466 დოლარამდე და 1,510 დოლარამდე, 40 ფუტის კონტეინერზე. თუმცა, ლოს-ანჯელესიდან შაინხაის მიმართულებით ინდექსი წინა კვირის დონესთან შედარებით სტაბილური დარჩა. ნავარაუდებია, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, განაკვეთები მომავალი კვირების განმავლობაში დიდად არ შეიცვლება მიმდინარესთან შედარებით.