საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი კვლავ იზრდება და გლობალურად 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება საშუალოდ უკვე 5300 დოლარს აჭარბებს. პარალელურად, 1 ივლისიდან თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლის ღირებულება თითქმის 15%-ით გაზარდა. ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის ჩამოტანა მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება, რამაც საბოლოოდ შესაძლოა, უკვე იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე აისახოს.