მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასები მზარდია - გაძვირდება თუ არა პროდუქცია?

საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი კვლავ იზრდება და გლობალურად 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება საშუალოდ უკვე 5300 დოლარს აჭარბებს. პარალელურად, 1 ივლისიდან თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გავლის ღირებულება თითქმის 15%-ით გაზარდა. ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ ჩინეთიდან საქართველოში ტვირთის ჩამოტანა მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება და არაა გამორიცხული, კონტეინერის გადმოზიდვის ღირებულებამ ჩინეთიდან საქართველომდე 10 000 დოლარსაც გადააჭარბოს. ბიზნესი ამბობს, რომ თუკი გადაზიდვების გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება, საბოლოოდ უკვე იმპორტირებული პროდუქციაც გაძვირდება. როგორ აისახება ტარიფების ზრდა გადაზიდვების ფასებზე და საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები