მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასების ზრდის ტემპი შენელდა - როგორია მოლოდინი?

საკონტეინერო ტერმინალი

საკონტეინერო გადაზიდვები ისევ ძვირდება, თუმცა ბოლო 2 კვირაა Drewry’s-ის ინდექსის ზრდის ტემპი შენელდა.

Drewry’s გლობალური საკონტეინერო ინდექსი 40-ფუტიანი კონტეინერის შემთხვევაში 5 937 დოლარამდე გაიზარდა ბოლო 1 კვირაში ზრდა 1%-ია, წლიურად ინდექსი 286 %-ით არის მომატებული.

Drewry’s ელის, რომ ჩინეთიდან გადაზიდვების ღირებულება დასტაბილურდება, თუმცა პიკური სეზონის განმავლობაში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

კონტეინერების გადაზიდვის ფასები კონკრეტულ მიმართულებებზე ასეთია:

შანხაი - როტერდამის ხაზზე გადაზიდვის ტარიფი 40-ფუტიანი კონტეინერისთვის 8 267 დოლარია, წლიურად ზრდა 540%-ს შეადგენს; როტერდამი - შანხაის მარშრუტზე ტარიფი 630 დოლარს შეადგენს (+19% Y.Y); შანხაი - გენუის ხაზზე ტარიფი 7 727 დოლარს შეადგენს (+306% Y.Y); შანხაი - ნიუ-იორკი - 9 612 დოლარი (+231% Y.Y).

ფასები შემცირდა ნიუ-იორკი - როტერდამის ხაზზე. კერძოდ, 40 -ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა ნიუ-იორკიდან როტერდამამდე 710 დოლარი ღირს, კლება წლიურად 4%-ია. როტერდამი - ნიუ-იორკის ხაზზე ტარიფი 1943 დოლარია. ზრდა წლიურად 18%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები