საკონტეინერო გადაზიდვის ფასები ზრდას აჩვენებს. 4 აგვისტოსთვის, FREIGHTOS BALTIC INDEX: GLOBAL CONTAINER FREIGHT INDEX-ი 9%-ით გაიზარდა და 1,441.96 დოლარი შეადგინა.
ინდექსი 14 ივლისიდან 13.5%-ით $1270-დან 1442 დოლარამდეა გაზრდილი, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც მკვეთრი კლება ნარჩუნდება. 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში საკონტეინერო გადაზიდვების გლობალური ინდექსი 40-ფუტიანი კონტენერისთვის 6138.5 დოლარს აღემატებოდა.
ჩინეთი/ აღმოსავლეთ აზია - ხმელთაშუა ზღვის მონაკვეთზე საკონტეინერო გადაზიდვის ინდექსის $2,345 -ია, რაც 18%-იან ზრდას აჩვენებს.
ბაზრის მოთამაშეები ფიქრობენ, რომ საზღვაო გადაზიდვის ფასების 16-თვიანი ვარდნა, რამაც საქონლის ინფლაციის შემცირებას შეუწყო ხელი, დასრულდა.