მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვის ღირებულება წლიურად 6-ჯერ შემცირდა - გავლენა ბიზნესზე

BM.GE
16.03.23 15:40
364
საკონტეინერო გადაზიდვები იაფდება. ბოლო 1 წელიწადში გადაზიდვების გლობალური ინდექსი 6-ჯერ 9 777 დოლარიდან 1568 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2020 წლის 5 ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინდექსის ვარდნა მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას, ჩინეთში საწარმოო პროცესის აღდგენასა და გლობალური სავაჭრო მარშრუტების დასტაბილურებასთან არის დაკავშირებული. სწორედ პანდემიის დროს, მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მოხდა ტვირთის გადაზიდვის ხარჯების რეკორდულად 11 000 დოლარამდე გაზრდა. რა ხდება საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარზე, არის თუ არა მოსალოდნელი ტარიფების კიდევ უფრო შემცირება და როგორ აისახება სატარიფო ცვლილება იმ კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე, რომლებსაც ახლა ოპერირება 2019 წელთან შედარებით განსხვავებულ გარემოში უწევთ?

სტუმარი: გივი ჩაჩანიძე - COSCO Shipping-ის კომერციული დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები